გეოგრაფია
ამ
საფეხურზე მოსწავლე შეისწავლის მსოფლიოს ქვეყნების
ძირითად
მახასიათებლებს, მათში მიმდინარე
სხვადასხვა პროცესებსა
და მოვლენებს; განიხილავს და გაანალიზებს ბუნების დაცვისა და ზოგადად მდგრადი განვითარების
პრობლემებს, ამ საკითხებისადმი ალტერნატიულ მიდგომებს,
მათი გადაწყვეტის
შესაძლო გზებს, გლობალური
პრობლემების გეოგრაფიულ თავისებურებებს;
გააცნობიერებს,
თუ რა დიდი
წვლილის შეტანა
შეუძლია
ცოდნითა
და გამოცდილებით აღჭურვილ თითოეულ ადამიანსა და საზოგადოებას გარემოს გაჯანსაღებაში, მისი
მდგრადობის შენარჩუნებაში.
საშუალო საფეხურის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს
გარემოში
მიმდინარე მოვლენების დაკვირვების საფუძველზე განსაზღვროს მოსახლეობის ძირითადი
მოთხოვნები და პრობლემები, გამოიკვლიოს
და
გამოთქვას ვარაუდი პრობლემების გადაჭრის გზებზე. შეძლოს გეოგრაფიული
კვლევის
დაგეგმვა, ჩატარება და კვლევის შედეგის როგორც წერილობით, ასევე ზეპირად წარმოდგენა; კვლევის პროცესში ვიზუალური მასალის (რუკა
და სხვა გეოგრაფიული საშუალებები) შექმნა.
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
დრო
და სივრცე
|
გარემო და ეკონომიკა
|
გარემო და
სოციალური
სისტემები
|
გეო.VII.1. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს გეოლოგიური
წელთაღრიცხვის სისტემა.
გეო.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
თვალსაჩინოების
კითხვა გეოგრაფიული
ინფორმაციის მოსაპოვებლად.
გეო.VII.3. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება
სივრცეში.
|
გეო.VII.4. მოსწავლეს შეუძლია
მსჯელობა ბუნებრივი
რესურსების
რაციონალურ და
მრავალმხრივ
გამოყენებაზე.
გეო.VII.5. მოსწავლეს შეუძლია
მსჯელობა დედამიწის
შინაგან აგებულებაზე.
გეო.VII.6. მოსწავლეს შეუძლია
დაუკავშიროს რელიეფის ფორმები
რელიეფწარმომქმნელ
პროცესებს.
გეო.VII.7. მოსწავლეს შეუძლია
მსჯელობა ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე.
გეო.VII.8. მოსწავლეს შეუძლია
მსჯელობა ჰიდროსფეროს შესახებ.
გეო.VII.9. მოსწავლეს შეუძლია
აღწეროს ზონალობის გამომწვევი მიზეზები.
გეო.VII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი
ღონისძიებების აუცილებლობა.
|
გეო.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გეოგრაფიის,
როგორც მეცნიერების როლი.
გეო.VII.12. მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლებისა და
განსახლების თავისებურებების დახასიათება.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
და მათი
ინდიკატორები
მიმართულება: დრო და სივრცე
გეო.VII.1. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს
გეოლოგიური წელთაღრიცხვის სისტემა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· გამოთქვამს ვარაუდს დედამიწის განვითარების
მანძილზე მომხდარი
მნიშვნელოვანი მოვლენების თანმიმდევრობის შესახებ (მაგ., ჰიდროსფეროს,
ატმოსფეროს, კონტინენტებისა და
სიცოცხლის წარმოშობა) და ადარებს მას
გეოქრონოლოგიურ სკალას;
· გეოქრონოლოგიური სკალის მეშვეობით აჯგუფებს გეოლოგიურ ერებს და
მათთვის დამახასიათებელ
ორგანულ
სამყაროს.
გეო.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
თვალსაჩინოების
კითხვა
გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ფოტოების, ცხრილების,
გრაფიკების და რუკების
გამოყენებით ახდენს
გეოგრაფიული ინფორმაციის ინტერპრეტაციას
(მაგ., აანალიზებს სქესობრივ-
ასაკობრივ პირამიდას);
· ლეგენდის გამოყენებით
გადააქვს
ინფორმაცია
კონტურულ
რუკებზე და
სხვა
დამხმარე თვალსაჩინოებებზე;
· იყენებს
დედამიწის საათობრივი სარტყლების რუკას
და ადარებს
საკუთარი
ქვეყნის დროს სხვა
სარტყლებში არსებულ ქვეყნის დროს;
· წარმოსახვით
მოგზაურობს დედამიწის
გარშემო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ; მსჯელობს თარიღთა ცვლის ხაზის დანიშნულებასა და განლაგების პრინციპებზე; ასევე მოგზაურობისას
შექმნილ
უხერხულობებზე და მათი
დაძლევის საშუალებებზე.
· თვალსაჩინოებაზე მოცემულ ერთი ტიპის გეოგრაფიულ
ინფორმაციას გამოხატავს სხვა სახით (მაგ.:
მსოფლიო რუკაზე მოძებნის მნიშვნელოვან მდინარეებს და აჯგუფებს ცხრილში კონტინენტების მიხედვით; ტექსტში
მოცემული ინფორმაციის
საფუძველზე აგებს ოკეანეების ფართობის განაწილების წრიულ დიაგრამას).
გეო.VII.3.
მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· რუკაზე განსაზღვრავს საკოორდონატო
ბადის ძირითად ელემენტებს;
· რუკის გამოყენებით
განსაზღვრავს მნიშვნელოვანი
გეოგრაფიული ობიექტების
კოორდინატებს
(მაგ.: დედაქალაქები, კუნძულები, მწვერვალები და სხვ.);
· ასახელებს ერთ განედზე ან გრძედზე მდებარე ქალაქებს;
· ატლასის საძიებო სისტემის გამოყენებით განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტის
მდებარეობას;
· იყენებს ტოპოგრაფიულ რუკას და ადგენს მარშრუტებს,
ჰორიზონტალების მეშვეობით განსაზღვრავს ადგილის აბსოლუტურ
და
შეფარდებით სიმაღლეს,
ფერდობის დახრილობას;
· მასშტაბის გამოყენებით განსაზღვრავს მანძილებს გეოგრაფიულ
ობიექტებს შორის;
· პირობითი ნიშნების გამოყენებით ადგენს ადგილის მარტივ გეგმას;
· ტურისტული
რუკების გამოყენებით ადგენს მარშრუტებს უცხო
ქალაქში;
· თანაკლასელებთან ერთად გეგმავს ლაშქრობის მარშრუტებს;
განსაზღვრავს ლაშქრობის ხანგრძლივობას გადაადგილების განსხვავებული საშუალებებით და
ადგენს გზამკვლევს;
· განსაზღვრავს მიმართულებას კომპასის, ადგილობრივი
ნიშნების, ციური სხეულების მდებარეობის და
აზიმუტის საშუალებით.
მიმართულება: გარემო და ეკონომიკა
გეო.VII.4.
მოსწავლეს
შეუძლია
მსჯელობა
ბუნებრივი რესურსების რაციონალურ
და მრავალმხრივ გამოყენებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აჯგუფებს (ბარათების
ან
ცხრილის გამოყენებით) ბუნებრივ
რესურსებსა და
შესაბამის ეკონომიკის დარგებს;
· აკავშირებს საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს ბუნებრივი რესურსის ტიპთან;
· სქემის საშუალებით
გამოსახავს ბუნებრივი რესურსების სახეცვლილებას მოპოვებიდან მოხმარებამდე (ნავთობი _ საწვავი _
ელექტროენერგია);
· კლასში
ჯგუფური მუშაობის დროს ახდენს
ჩამოთვლილი
რესურსების კლასიფიკაციას სხვადასხვა
ნიშნით
(მაგ. მათი ათვისების დროის (უძველესი,
ძველი, ახალი, პერსპექტიული) მიხედვით);
· ბუნებრივ
რესურსებს განასხვავებს სხვადასხვა
მახასიათებლების
მიხედვით
და აჯგუფებს
მათ ცხრილში (ამოუწურავი და ამოწურვადი (აღდგენადი, აღუდგენადი));
· ადგენს იმ ბუნებრივი რესურსების ნუსხას, რომლებსაც გამოიყენებს მისი ოჯახი,
ქალაქი/სოფელი, ქვეყანა; შესაბამისი პირობითი ნიშნების გამოყენებით ბუნებრივი
რესურსების
მოპოვების ადგილებს აღნიშნავს კონტურულ რუკაზე;
· კლასში
ჯგუფური მუშაობის დროს მსჯელობს ჩამოთვლილი
რესურსების გამოყენებით გამოწვეული დაბინძურების შესახებ (ძლიერ
აბინძურებს, აბინძურებს, ნაკლებად აბინძურებს);
· ადარებს დეგრადირებულ და
სახეშეუცვლელ
გარემოს;
· ჯგუფში მუშაობისას მსჯელობს მეურნეობის სხვადასხვა დარგის მიერ ზოგიერთი რესურსის
მოხმარების
აუცილებლობის
და ინტენსივობის შესახებ
და
განსაზღვრავს მათი დაზოგვის გზებს
(მაგ. წყალი და ელექტროენერგია).
გეო.VII.5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა
დედამიწის შინაგან აგებულებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მსჯელობს ლითოსფეროს ფილების მოძრაობაზე;
· ხსნის მიწისძვრებისა და ვულკანების გავრცელების კანონზომიერებებს;
· კონტურულ რუკაზე დააქვს მიწისძვრებისა
და ვულკანების გავრცელების ძირითადი
არეალები.
გეო.VII.6. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს რელიეფის ფორმები რელიეფწარმომქმნელ პროცესებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ახასიათებს რელიეფის ძირითად ფორმებს;
· ასხვავებს ენდოგენურ და ეგზოგენურ (კარსტული, გლაციალური და სხვ.)
პროცესებს;
· მსჯელობს მთიან რელიეფთან
დაკავშირებულ ბუნებრივ-კატასტროფულ
მოვლენებზე;
· გამოთქვამს ვარაუდს ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენებისგან
შესაძლო
თავდაცვის ღონისძიებების შესახებ
(მაგ.: სვანური არქიტექტურის შესაბამისობა გარემოსთან);
· კონტურულ
რუკაზე
დააქვს
მსოფლიოს და საქართველოს ძირითადი ოროგრაფიული ერთეულები,
კონტინენტების უმაღლესი
მწვერვალები.
გეო.VII.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ატმოსფეროში
მიმდინარე პროცესებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· წრიული დიაგრამის საშუალებით გამოსახავს ატმოსფეროს შემადგენლობას;
· ახასიათებს ატმოსფეროს შრეებს და მოყავს
მაგალითები
ატმოსფეროს
მნიშვნელობის შესახებ;
· ახასიათებს ამინდის ელემენტებს (ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ნალექები, წნევა, ქარი);
· თერმომეტრის
მეშვეობით
ზომავს
ჰაერის ტემპერატურას, აგებს
ჰაერის
ტემპერატურის
ცვლილების გრაფიკს12;
· განმარტავს ჰავის ცნებას, განასხვავებს ამინდს
და ჰავას,
ახასიათებს
ძირითად
კლიმატწარმომქმნელ ფაქტორებს;
· ახასიათებს ჰავის ძირითად ტიპებს და რუკის მეშვეობით გამოყოფს
კლიმატურ სარტყლებს;
· განსაზღვრავს საქართველოს მდებარეობას კლიმატურ სარტყლებში;
· ასახელებს ატმოსფეროს ძირითად დამაბინძურებლებს და
მსჯელობს მის დაცვაზე.
გეო.VII.8. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა
ჰიდროსფეროს შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აღწერს წყლის მცირე და დიდ წრებრუნვას. ადარებს მათ ერთმანეთს და ქმნის შესაბამის სქემატურ ნახატს;
· განაზოგადებს ციკლურობის პრინციპს (მაგ., ბრიზები, მუსონები, ყინულწარმოქმნა
და დნობა, ოკეანეების მიქცევა-მოქცევითი პროცესები);
· კონტურულ რუკაზე დააქვს ოკეანეები და
მისი
ნაწილები,
ხმელეთის წყლები;
· მსჯელობს ოკეანის წყლის თვისებებსა (მარილიანობა, ტემპერატურა) და ოკეანურ
დინებებზე;
· ჩამოთვლის ხმელეთის წყლებს;
· ასახელებს მიწისქვეშა
წყლების სახეებს
(გრუნტის, მინერალური და თერმული
წყლები, გეიზერები) და გამოთქვამს ვარაუდს მათი წარმოშობის შესახებ;
· ასახელებს მდინარის ნაწილებს,
აკავშირებს მდინარის საზრდოობას და რეჟიმს;
· ხსნის ტბების და წყალსაცავების სამეურნეო დანიშნულებას;
· მსჯელობს ოკეანეების, ზღვების და
ხმელეთის წყლების მნიშვნელობაზე ადამიანის
ყოფასა და საქმიანობაში;
· ასახელებს ჰიდროსფეროს
ძირითად
დამაბინძურებლებს
და მსჯელობს წყლის რაციონალურ სარგებლობაზე.
გეო.VII.9. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ბუნებრივი
ზონალობის გამომწვევი
მიზეზები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· რუკის მეშვეობით კომპლექსურად ახასიათებს ბუნებრივ
ზონებს;
· ახასიათებს ვერტიკალურ ზონალობას კავკასიონის მაგალითზე;
12 ტემპერატურაზე დაკვირვება უნდა დაიწყოს ერთი თვით ადრე
· ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიებისთვის დამახასიათებელ ზონებს (მაგ., ტროპიკული ტყეები, უდაბნო, სტეპი და სხვა) და აკავშირებს მას ამ ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან;
· მსჯელობს ბუნებრივი
ზონების ათვისებაზე.
გეო.VII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი
ღონისძიებების აუცილებლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აანალიზებს
გეოეკოლოგიური
პრობლემების გამომწვევ ბუნებრივ და
ანთროპოგენულ ფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეზე;
· ასახელებს გეოეკოლოგიური პრობლემების შედეგებს და გამოთქვამს ვარაუდს, თუ
რა მოხდება მათი
გადაუჭრელობის შემთხვევაში;
· ჩამოთვლის და შეძლებისდაგვარად ახორციელებს მისი აზრით, ქვეყნისთვის ან თავისი
რეგიონისთვის აუცილებელ გარემოსდაცვით ღონისძიებებს.
მიმართულება: გარემო და სოციალური სისტემები
გეო.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების როლი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· განსაზღვრავს გეოგრაფიის შესწავლის ობიექტს და ამოცანებს;
· აჯგუფებს გეოგრაფიულ დისციპლინებს და
მათი
შესწავლის ობიექტებს;
· მოყავს გეოგრაფიული კვლევის შედეგების პრაქტიკული
გამოყენების მაგალითები;
· ადეკვატურად იყენებს გეოგრაფიულ
ტერმინოლოგიას.
გეო.VII.12. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლებისა და განსახლების თავისებურებების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობს მსოფლიო მოსახლეობის
დინამიკის შესახებ და
ხსნის ცვლილების მიზეზებს;
· განმარტავს ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს (შობადობა, მოკვდაობა, ბუნებრივი
მატება), სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურას და მსოფლიოში გავრცელებულ
აღწარმოების ტიპებს; კითხულობს შესაბამის გრაფიკებს და
დიაგრამებს;
· მსჯელობს
სხვადასხვა გარემოში მოსახლეობის განსახლების თავისებურებების შესახებ (მდინარის ხეობების გასწვრივ, ზღვის ნაპირებზე, უდაბნოებში, მთებში, ინდუსტრიულ და აგრარულ რეგიონებში);
· საკუთარ დასახლებულ პუნქტს ადარებს სხვადასხვა დასახლებული
პუნქტების
ფოტოსურათებს და
გეგმას;
· შესაბამისი
თემატური რუკის
გამოყენებით აანალიზებს მოსახლეობის სიმჭიდროვეს
მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში; გამოყოფს
ყველაზე მჭიდროდ და
ყველაზე მეჩხრად დასახლებულ
რეგიონებს და ცხრილში აჯგუფებს მათ.
პროგრამის შინაარსი სავალდებულო
შინაარსობრივ
საკითხთა ჩამონათვალი VII კლასისათვის
(ქვემოთ წარმოდგენილი საკითხები შეადგენს ამ კლასისათვის განკუთვნილი მთლიანი შინაარსის
60%-ს)
1. გეოგრაფიის საგანი და
ამოცანები
2. გეოგრაფიული ცოდნის განვითარება
(ანტიკური
ხანა, დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენები, გეოგრაფია დღეს)13
3.
დედამიწის ისტორია (დედამიწის წარმოშობა,
გეოქრონოლოგია,
ევოლუცია)
4. ადგილზე ორიენტირება
5. რუკა (გრადუსთა ბადე, კოორდინატები, მასშტაბი,
ტოპოგრაფიული რუკა, ტურისტული რუკა, ატლასი)
6. დედამიწის შინაგანი აგებულება (ლითოსფეროს ფილები, კონტინენტების დრეიფი,
ვულკანიზმი, მიწისძვრები)
7. რელიეფი (ძირითადი ფორმები, რელიეფწარმომქმნელი პროცესები, ანთროპოგენული რელიეფი, ბუნებრივ-კატასტროფული
პროცესები)
8. გეოგრაფიული გარსი
9. წყალი
დედამიწაზე
(ოკეანეები და
მისი ნაწილები,
ოკეანის წყლის
თვისებები, ხმელეთის წყლები)
10. ატმოსფერო
(ამინდის ელემენტები, ჰავა)
11. დედამიწის წლიური მოძრაობა
12. კლიმატური
სარტყლები
13. ბუნებრივი
რესურსები
14. ბუნებრივი
რესურსების კლასიფიკაცია
15. რაციონალური ბუნებათსარგებლობა
16. ფიზიკურ-გეოგრაფიული ზონები
(ბუნებრივი
ზონები, სიმაღლებრივი სარტყლები,
ანთროპოგენული ლანდშაფტები)
17. გარემოს დაცვა
18. მსოფლიო მოსახლეობა (რაოდენობა,
შობადობა, მოკვდაობა,
ბუნებრივი მატება,
სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, სიმჭიდროვე)
19. განსახლების ფორმები
დრო
და სივრცე
|
გარემო და ეკონომიკა
|
გარემო და
სოციალური
სისტემები
|
გეო.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია
გეოგრაფიული ინფორმაციის
მოსაპოვებლად რუკის კითხვა
და სხვა თვალსაჩინოების
ანალიზი.
გეო.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია
განსაზღვროს
გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.
|
გეო.VIII.3. მოსწავლეს
შეუძლია
ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი
პირობები დასახლების ტიპებსა და
მეურნეობის
განვითარებაზე.
გეო.VIII.4. მოსწავლეს
შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.
გეო.VIII.5.
მოსწავლეს
შეუძლია
მსჯელობა ტრანსპორტის განვითარებაზე უძველესი
დროიდან დღემდე.
გეო.VIII.6. მოსწავლეს
შეუძლია
მსჯელობა ვაჭრობის როლზე ეკონომიკის განვითარებაში.
|
გეო.VIII. 7. მოსწავლეს
შეუძლია მიგრაციის პროცესისა თავისებურებების დახასიათება.
გეო.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია
დაახასიათოს ურბანიზაციის პროცესი.
გეო.VIII.
9. მოსწავლეს შეუძლია
დაახასიათოს მსოფლიოში
რეგიონების გამოყოფის პრინციპები და ქვეყნების კლასიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
და მათი
ინდიკატორები
მიმართულება: დრო და სივრცე
გეო.VIII.1.
მოსწავლეს
შეუძლია
გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად
რუკის
კითხვა და
სხვა
თვალსაჩინოების ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მოსახლეობის
აღწერის მასალებზე დაყრდნობით ადგენს სხვადასხვა ტიპის
გრაფიკებს და დიაგრამებს;
· ადგენს წინა ეპოქის რომელიმე ლოკალური
გარემოს (მცირე დასახლებული
პუნქტი: სოფელი,
უბანი და ა.შ.) მენტალურ გეგმას და ადარებს ამავე ადგილის თანამედროვე გეგმას; მსჯელობს, თუ რა ანთროპოგენული ცვლილებები განიცადა
გარემომ ამ ორ ეპოქას შორის;
· განათავსებს ინფორმაციას
კონტურულ
რუკებზე და სხვა
დამხმარე
თვალსაჩინოებებზე;
· გეოგრაფიულ თვალსაჩინოებაზე მოცემულ
ერთი ტიპის ინფორმაციას გამოხატავს სხვა სახით (მაგ., მსოფლიო რუკის მიხედვით ქვეყნებს აჯგუფებს კონტინენტების მიხედვით და წარმოადგენს ცხრილის სახით).
გეო.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების
მდებარეობა
რუკაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იყენებს პოლიტიკურ რუკას და აღწერს პირობით ნიშნებს (ფერები, საზღვრები), რომლითაც ხდება
ტერიტორიების (სახელმწიფოები, ცალკეული
ადმინისტრაციული
ერთეულები,
დედაქალაქები) აღნიშვნა პოლიტიკურ რუკაზე;
· რუკისა და სტატისტიკური
ინფორმაციის
გამოყენებით
ადგენს ცხრილს,
სადაც
განათავსებს კონტინენტების მიხედვით სამი ყველაზე დიდი
და
სამი ყველაზე მცირე ქვეყნის (ფართობისა და
მოსახლეობის მიხედვით) მახასიათებლებს;
· საკოორდინატო
ბადის გამოყენებით განსაზღვრავს
სხვადასხვა გეოგრაფიული
ობიექტის მდებარეობას, მათ შორის მანძილებსა და მიმართულებებს
(მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვეყნები და დედაქალაქები, საქართველოს რეგიონები და ადმინისტრაციული ცენტრები);
· იყენებს რუკას და მსჯელობს საქართველოს მდებარეობაზე რეგიონული
და
მსოფლიო მასშტაბით. ადარებს რომელიმე სხვა ქვეყნის მდებარეობას;
· იყენებს
ატლასს
და ახასიათებს ერთ-ერთ რეგიონს (მდებარეობა, საზღვრები,
რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი, ადმინისტრაციული ცენტრები);
· რუკის გამოყენებით განსაზღვრავს
საქართველოს
ზოგადგეოგრაფიულ მდებარეობას; ადარებს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნებს,
აჯგუფებს მათ ცხრილში.
მიმართულება: გარემო და ეკონომიკა
გეო.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები
დასახლების ტიპებსა და
მეურნეობის განვითარებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· კონტურულ რუკაზე
აღნიშნავს სხვადასხვა ტიპის დასახლებებს და მსჯელობს
კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში მათი გაჩენის მიზეზებზე (მაგ. რატომ აარსებენ ქალაქებს მდინარეების ნაპირებზე);
· ფოტოსურათის ან რუკის
გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიებისთვის
დამახასიათებელ პეიზაჟს (მაგ. ტროპიკული ტყეები, უდაბნო, სტეპი და სხვა) და აკავშირებს მას ამ ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან;
· ფოტოსურათების
საშუალებით
ადარებს სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში არსებულ
ორ
დასახლებას და ადგენს მათ შორის განსხვავებას (მასალა,
არქიტექტურა);
· გამოთქვამს ვარაუდს ბუნებრივ-კატასტროფული
მოვლენებისგან
შესაძლო
თავდაცვის
ღონისძიებების შესახებ, ადარებს მათ საქართველოში
და სხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ თავდაცვის საშუალებებს (მაგ.: სვანური არქიტექტურის
შესაბამისობა გარემოსთან ზვავების საფრთხის გათვალისწინებით, შენობების
გადახურვა და სხვ.);
· იკვლევს სასოფლო-სამეურნეო ბაზრის ასორტიმენტს, აჯგუფებს მათ (მაგ., ცხრილის საშუალებით) საქართველოს კუთხეების მიხედვით,
განსაზღვრავს
სასოფლო-სამეურნეო
ტიპებს და
შედეგებს
წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით;
· თანაკლასელებთან ერთად მოიპოვებს ინფორმაციას ბუნებაში
ომით გამწვეულ ცვლილებებზე
(წყალი,
ჰაერი, ნიადაგი, ტყე); ცვლილებების შედეგებს წარმოადგენს ცხრილის ან ნახატის (პლაკატის)
სახით;
· მოიპოვებს ინფორმაციას იმ
ტექნოგენური
კატასტროფების
შესახებ, რომლებიც
წარმოიქმნა საომარი მოქმედებების არეალში (მაგ. ა.შ.შ. _ ერაყის
ომით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფა სპარსეთის ყურეში) და მსჯელობს მათ უარყოფით შედეგებზე.
გეო.VIII.4.
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს
კავკასიის რეგიონი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იყენებს შესაბამის
თემატურ რუკებს და აანალიზებს
ევროპა-აზიას შორის
საზღვრის გატარების
საკითხს
(განიხილავს და
განაზოგადებს საზღვრის გატარების
ალტერნატიულ ვარიანტებს, ასაბუთებს მისთვის მისაღებ
ვარიანტს) და გადააქვს იგი
კონტურულ რუკაზე;
· პოლიტიკური
და ფიზიკური რუკების გამოყენებით
აჯგუფებს
ქვეყნებს
მდებარეობის
მიხედვით; საუბრობს
კავკასიის
და
მასში შემავალი ქვეყნების მდებარეობაზე;
· იყენებს
რუკას და ახასიათებს
შავი და კასპიის ზღვების
ფიზიკურ-გეოგრაფიულ
მახასიათებლებს, მნიშვნელოვან
რესურსებს
(მინერალური, ბიოლოგიური,
რეკრეაციული) და გარემოსდაცვით პრობლემებს; გამოთქვამს მოსაზრებებს
გარემოს დაცვის
როლსა
და პერსპექტივებზე;
· იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს, სტატისტიკურ ინფორმაციას და მსჯელობს
კავკასიის მოსახლეობის რიგ მახასიათებლებზე (მაგ.: დემოგრაფიული, ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნება); ავსებს შესაბამის კონტურულ
რუკებს;
· რუკასა
და
ტექსტში მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით აღწერს
კავკასიისათვის
დამახასიათებელ მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსებს (ნავთობი,
გაზი, მინერალური
წყლები, ტყე და სხვა), გეოგრაფიულ ობიექტებს და
ბუნებრივ თავისებურებებს; ავსებს კავკასიის შესაბამის კონტურულ რუკას;
· თემატური
რუკების
მეშვეობით
კავკასიის ბუნებრივ პირობებსა
და რესურსებს აკავშირებს
მოსახლეობის ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობასთან (მაგ.:
ზონალურობა და სოფლის მეურნეობის სპეციალიზაცია); ცხრილში აჯგუფებს კავკასიის ქვეყნებს აღნიშნული
მახასიათებლის მიხედვით;
· აგროვებს
ინფორმაციას, მსჯელობს კავკასიის ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე (მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, ღვარცოფი
და
სხვა), გარემოსდაცვით პრობლემებზე (მაგ.: შავი და კასპიის ზღების პრობლემები) და
მათი გადაჭრის შესაძლო
გზებზე;
· კავკასიის რეგიონს ადარებს მსოფლიოს სხვა რეგიონს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით
(მდებარეობის, ბუნებრივი პირობების, მოსახლეობის და სხვა);
მსგავსება-განსხვავებებს გამოსახავს მისთვის მისაღები ფორმით.
გეო.VIII.5.
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ტრანსპორტის განვითარებაზე
უძველესი
დროიდან დღემდე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ასახელებს
მისთვის ცნობილ სატრანსპორტო საშუალებებს და მსჯელობს
მათი გამოყენების ეფექტიანობაზე სხვადასხვა ტიპის
პროდუქციის გადაზიდვისას (მაგ.: მანძილი, ხარჯები, დრო);
· მსჯელობს სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო
საშუალებების განვითარებისა და
გამოყენების პერსპექტივებზე განსხვავებულ ბუნებრივ
გარემოში;
· ცხრილში აჯგუფებს გარემო პირობებსა და შესაბამის ეფექტურ სატრანსპორტო
საშუალებებს;
· მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების გარემოზე
უარყოფითი ზემოქმედების შესახებ; ეცნობა მეცნიერების მიღწევებს გარემოსთვის უსაფრთხო თანამედროვე ტრანსპორტის შექმნაში;
· კონტურულ რუკაზე დააქვს ის
სახმელეთო
და საზღვაო მარშრუტები, რომლებითაც საქართველო
უკავშირდება
მეზობელ სახელმწიფოებს;
· მსჯელობს წარსულში და თანამედროვე ეპოქაში კავკასიის როლზე, როგორც
სატრანსპორტო დამაკავშირებელ დერეფანზე ევროპა-აზიას შორის.
გეო.VIII.6.
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა
ვაჭრობის როლზე
ეკონომიკის განვითარებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· კონტურულ
რუკაზე აღნიშნავს
მნიშვნელოვანი მოგზაურობების შედეგად წარმოქმნილ
სავაჭრო გზებს
(მაგ. დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტი);
· ირჩევს
ერთ-ერთ
მნიშვნელოვან
სავაჭრო ბრენდს
და მსჯელობს
ეკონომიკის განვითარებაში მის საერთაშორისო და ადგილობრივ მნიშვნელობაზე; აღნიშნავს
მას
კონტურულ რუკაზე;
· იკვლევს სასოფლო-სამეურნეო
ბაზრის ასორტიმენტს,
ასხვავებს ადგილზე
წარმოებულ და იმპორტირებულ პროდუქციას;
შედეგებს წარმოადგენს მისთვის
სასურველი
ფორმით;
· იკვლევს
სასურსათო მაღაზიის
ასორტიმენტს,
საქონელს აჯგუფებს
ადგილზე წარმოებულ და შემოტანილ პროდუქციად; მსჯელობს საქართველოს კვების
პროდუქციაში იმპორტის როლზე და ექსპორტიორ
ქვეყნებს
აღნიშნავს კონტურულ რუკაზე;
· ირჩევს
მრეწველობის
(მაგ.: ნავთობის
და ბუნებრივი
აირის
მრეწველობა)
და სოფლის მეურნეობის (მაგ.: ხორბლის და ყავის წარმოება) ზოგიერთი
დარგის პროდუქციას, იკვლევს ამ პროდუქციაზე მოთხოვნას მსოფლიო ბაზარზე და კონტურულ რუკაზე აღნიშნავს უმსხვილეს იმპორტიორ და ექსპორტიორ ქვეყნებს;
· განმარტავს იმპორტისა და
ექსპორტის ცნებებს; სტატისტიკური მასალის ანალიზის
საფუძველზე აჯგუფებს
სხვადასხვა პროდუქციის იმპორტიორ და ექსპორტიორ
ქვეყნებს.
მიმართულება: გარემო და სოციალური სისტემები
გეო.VIII.
7. მოსწავლეს შეუძლია
მიგრაციის პროცესის თავისებურებების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· დემოგრაფიულ
საკითხებზე მსჯელობისას იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას;
· განასხვავებს მიგრაციის ტიპებს (გარე, შიდა,
ქანქარისებრი
და სხვა) მიმართულებისა და
დროის მიხედვით;
· ასახელებს
მიგრაციის ტიპებს,
რომლებსაც
უკვე
იცნობს; მსჯელობს ადამიანის მიგრაციის შესაძლო მიზეზებზე და მოჰყავს შესაბამისი
მაგალითები;
· ვარაუდობს
მიგრაციის შესაძლო შედეგებზე ინდივიდისა (რომელიც ჩართულია ამ პროცესში)
და
ქვეყნებისათვის (საიდანაც და საითაც მიმართულია კონკრეტული მიგრაცია);
· ინდივიდუალურად ან ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს
სხვადასხვა მიგრაციასა (ნებაყოფლობითი
და
იძულებითი _ მონობიდან ტრეფიკინგამდე) და ამ მიგრაციების მიზეზებსა და შედეგებს;
· ეცნობა სტატისტიკურ
მასალას
და მსჯელობს ეკონომიკური,
პოლიტიკური
და ეკოლოგიური მიზეზების შედეგად გარე და
შიდა მიგრაციული პროცესების ცვლილებებზე.
გეო.VIII.8.
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს
ურბანიზაციის პროცესი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აგროვებს მონაცემებს საკუთარი
დასახლებული
პუნქტის
შესახებ, ადარებს
სასოფლო და საქალაქო დასახლებების
ფოტოებს; განმასხვავებელ ნიშნებს
წარმოადგენს ცხრილის სახით;
· აგროვებს
ინფორმაციას (ლიტერატურა,
ფოტოები, რუკები) და აღწერს თანამედროვე მეგაპოლისს (აგლომერაცია,
კონურბაცია და სხვა); მისთვის
დამახასიათებელ ნიშნებს წარმოადგენს სქემის სახით;
· ეცნობა საქართველოში და სხვა
ქვეყნებში დასახლებული პუნქტების სტატუსის
მინიჭების კრიტერიუმებს, პირობითი ნიშნების დახმარებით რუკაზე აღნიშნავს სხვადასხვა
დასახლების ხალხმრავლობას და
ფუნქციებს;
· ინტერესის მიხედვით აგროვებს ინფორმაციას
(გეგმა,
რუკა, ფოტოსურათი, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა) კონტინენტების
უდიდეს ქალაქებზე და
ადარებს მათ
სხვადასხვა ნიშნის მიხედვით
(დაგეგმარება,
ფუნქციური დარაიონება, ინფრასტრუქტურა, მოსახლეობა და სხვა). შედეგებს წარმოადგენს
მისთვის სასურველი ფორმით (ცხრილი, სქემა, ჩანახატი, წერილობითი თემა და
სხვა);
· ირჩევს თვალსაჩინო კრიტერიუმებს, რისი
საშუალებითაც აჯგუფებს
საქართველოსა და ევროპაში სხვადასხვა ეპოქაში ურბანიზაციით გამოწვეულ
ცვლილებებს; შედეგებს გამოხატავს ცხრილის საშუალებით;
· იკვლევს ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების გამო ქალაქების ფუნქციის შეძენა-დაკარგვის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს; მოჰყავს შესაბამისი მაგალითები.
გეო.VIII.
9. მოსწავლეს შეუძლია
დაახასიათოს მსოფლიოში რეგიონების გამოყოფის
პრინციპები და
ქვეყნების კლასიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იყენებს რუკას და განსაზღვრავს
ფიზიკურ-გეოგრაფიული,
ისტორიულ-
კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ნიშნით მსოფლიოში
რეგიონების გამოყოფის თავისებურებებს;
· იყენებს
სასწავლო რუკას და
განსაზღვრავს
სტრატეგიული რესურსებით (სათბობ- ენერგეტიკული)
მდიდარ რეგიონებს; აღნიშნავს მათ კონტურულ რუკაზე;
· აკვირდება
ქვეყნების
ჩრდილოეთ-სამხრეთად
დაყოფის
(ეკონომიკური განვითარების დონის მაჩვენებელ) რუკას და აჯგუფებს ცხრილში ქვეყნებს
განვითარების დონის მიხედვით;
· ილუსტრაციების ანალიზის
საფუძველზე შეიმუშავებს
ქვეყნის განვითარების
დონის მაჩვენებელ საკუთარ კრიტერიუმებს
(სამუშაო ადგილები, სავაჭრო
ობიექტები, საშუალო
ხელფასი, ტრანსპორტი, საცხოვრებელი)
და გამოთქვამს მოსაზრებებს;
· ადარებს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ცხოვრების წესს, ჩამოთვლის მსგავსებასა
და განსხვავებებს;
· ადგენს და ადარებს იმ თვალსაჩინო
რესურსების ნუსხას, რომლებიც გამოიყენება
მდიდარი
და ღარიბი ქვეყნების მეურნეობაში (საშენი მასალა, გასათბობი
საშუალებები, ტრანსპორტი და გზები, ელექტროენერგიის წარმოება-მოხმარება და სხვა); მსჯელობს რესურსებსა და ეკონომიკური განვითარების
დონეებს შორის არსებულ კავშირებზე;
· ირჩევს ორი რეგიონს და აჯგუფებს განმასხვავებელ და მსგავს ნიშნებს;
მსჯელობს მსგავსება-განსხვავების გამომწვევ
მიზეზებზე.
პროგრამის შინაარსი სავალდებულო
შინაარსობრივ
საკითხთა ჩამონათვალი VIII კლასისათვის
(ქვემოთ წარმოდგენილი
საკითხები
შეადგენს ამ კლასისათვის განკუთვნილი მთლიანი შინაარსის 60 %-ს)
1. გეოგრაფიული მდებარეობა
2. მსოფლიო
მოსახლეობის რაოდენობა
3. მსოფლიო
მოსახლეობის სიმჭიდროვე
4.
განსახლების ფორმები
5. მიგრაცია
6. ურბანიზაცია
7.
მეურნეობის სტრუქტურა
8. სოფლის მეურნეობა
9. მრეწველობა
10. ტურიზმი
11. ტრანსპორტი
12. კავშირგაბმულობა
13. მდგრადი
განვითარება
14. სახელმწიფოს მმართველობის ფორმები
15. ტერიტორიულ-ადმინისტრაციული
მოწყობა
16. ქვეყნები
განვითარების დონის მიხედვით
17. რეგიონებად დაყოფის პრინციპები
18. ძირითადი რეგიონები
19. კონტინენტები14
20. კავკასიის გეოგრაფია
21. შავი
და კასპიის ზღვები (გარკვეული სქემის მიხედვით:
გეოგრაფიული მდებარეობა,
ბუნებრივი
პირობები და
რესურსები, ძირითადი
პორტები,
ეკოლოგიური პრობლემები)
22. განვითარებული და
განვითარებადი
ქვეყნები
No comments:
Post a Comment